ინძაგი „მილანის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე რჩება
Aa
Aa

ინძაგი „მილანის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე რჩება

როგორც მოგეხსენებათ, იტალიის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში „მილანი“ „ნაპოლისთან“ ანგარიშით 3-0 განადგურდა. მიუხედავად ამისა, „როსონერის“ მთავარი მწვრთნელი, ფილიპო ინძაგი დაკავებულ პოსტს მინიმუმ სეზონის ბოლომდე არ დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა „Gazzetta Dello Sport“-ი ავრცელებს.

„მე გუნდთან კონტრაქტი მაკავშირებს და მუშაობას იქამდე გავაგრძელებ, სანამ ამის საშუალება მექნება. „მილანი“ ძალიან მიყვარს და ეს კლუბი სამუდამოდ ჩემს გულში დარჩება“ - განაცხადა ფილიპო ინძაგიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატის 34-ე ტურის შემდეგ, „მილანი“ 43 ქულით ცხრილის მე-10 პოზიციაზე იმყოფება და ლიდერ „იუვენტუსს“ 36 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები