კრის პოლმა სერია დახურა - ფინიქსმა დასავლეთ კონფერენცია მოიგო
Aa
Aa

კრის პოლმა სერია დახურა - ფინიქსმა დასავლეთ კონფერენცია მოიგო

„ფინიქს სანსმა“ „ლოს ანჯელეს კლიპერსის“ ბარიერი დაძლია და ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ფინალურ სერიაში გავიდა. არიზონელებმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს, ყველა მეოთხედი მოუგეს და 130-103 იმარჯვეს.

„ფინიქსს“ კრის პოლმა ულიდერა, რომელსაც ფენომენალური მატჩი ჰქონდა და 41 ქულა, 8 მოხსნა და 3 ჩაჭრა მიითვალა, თანაც ისე, რომ ბურთი არც ერთხელ დაუკარგავს. „სიპიმ“ „სანსის“ ბოლო 35 ქულიდან 27 ჩააგდო და NBA-ის ფინალში კარიერაში პირველად იასპარეზებს.

პოლს 22 ქულით დევინ ბუკერი დაეხმარა, რომელმაც 26-დან მხოლოდ 10 ბურთი ჩააგდო. ჯეი კრაუდერს 19 ქულა ჰქონდა, ხოლო დეანდრე ეიტონმა მორიგი ორმაგი დუბლი გაიფორმა - 16 ქულა, 17 მოხსნა.

„კლიპერსის“ რიგებში 26 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო მარკუს მორისი იყო. პოლ ჯორჯმა 21 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა. რეჯი ჯექსონმა 13 ქულა მიითვალა. პატრიკ ბევერლი და დემარკუს კაზინსი კი 11 და 12 ქულას დასჯერდნენ.

ამრიგად, „ფინიქსმა“ სერია 4-2 მოიგო და ფინალურ დაპირისპირებაში „მილუოკისა“ და „ატლანტას“ შორის საუკეთესოს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები