ევროპის ჩემპიონატი - გეგელაშვილი და ჭოლაძე ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატი - გეგელაშვილი და ჭოლაძე ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა გიორგი გეგელაშვილმა (57 კგ) და გიორგი ჭოლაძემ (65 კგ) ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

გეგელაშვილმა რეპეშაჟის ფინალში თურქი აჰმეტ კარავუში დაამარცხა, ჭოლაძემ კი  აზერბაიჯანელი საბირ ჯაფაროვს აჯობა.

ასევე ბრინჯაოს მედლისთვის  დავით ფაცინაშვილმა (70 კგ) და ოთარ ადეიშვილმაც (79 კგ) იჭიდავეს, მაგრამ დამარცხდნენ და მეხუთე ადგილებს დასჯერდნენ. 

მედლების ბოლო ხუთი კომპლექტი ხვალ გათამაშდება და ხუთი წონიდან ისევ ოთხში იბრძოლებენ საქართველოს ნაკრების წევრები ბრინჯაოს მედლებისთვის.

დავით აბდალაძე (61 კგ), ვლადიმერ გამყრელიძე (74 კგ) და ანდრო მარგიშვილი (92 კგ) ნახევარფინალში დამარცხდნენ და რეპეშაჟის ფინალში გადაერთნენ. დავით კოღუაშვილს (86 კგ) კი საპრიზო სამეულს ორი შეხვედრის მოგება აშორებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები