ისტორიული სეტი - ბასილაშვილი მარეისთან დამარცხდა
Aa
Aa

ისტორიული სეტი - ბასილაშვილი მარეისთან დამარცხდა

საჩოგბურთო სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟული დიდი სლემის ტურნირის დრო დადგა. დღეს სტარტი უიმბლდონმა აიღო, სადაც ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი გამოცდილ ენდი მარეის დაუპირისპირდა.

სამწუხაროდ ნიკოლოზი 4 სეტში 4:6 3:6 7:5 3:6 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

პირველ სეტში ორივე მოთამაშე საკუთარ ჩაწოდებაზე დომინირებდა. იმ დროს, როდესაც მარეის სასარგებლოდ ანგარიში 5:4 იყო ბასილაშვილი აწვდიდა, ბრიტანელმა ბრეიკი შეასრულა და სეტი მოიგო.

მეორე სეტი იგივე სცენარით მიმდინარეობდა. სამწუხაროდ მერვე გეიმში ბასილაშვილმა თავისი ჩაწოდება კიდევ ერთხელ დათმო, ენდი წინ 5:3 გავიდა და სეტზე იდეალურად ჩააწოდა. ნიკოლოზმა მეორე სეტიც წააგო. 

მესამე სეტში ნიკოლოზმა ისტორია დაწერა. ქართველი ჩოგბურთელი მეტოქესთან ანგარიშით 0:5 მარცხდებოდა,რის შემდეგაც მარეის 7 გეიმი მოუგო და თამაშში დაბრუნდა. ბასილაშვილმა 4 ბრეიკი შეასრულდა და 5:4 ანგარიშზე ბრიტანელი ჩოგბურთელი ორჯერ მატჩ პოინტზე აწვდიდა.

მეოთხე სეტში კი მარეიმ გამოცდილების ხარჯზე ქართველ ჩოგბურთელს 6:3 აჯობა. შოტლანდიელმა ბასილაშვილის 3 ბრეიკ პოინტი გაუკეთა.

აღნიშნული დაპირისპირება 3 საათი და 16 წუთი გაგრძლედა და ამ დროის განმავლობაში ბასილაშვილმა 5 ეისი და 6 ორმაგი შეცდომა დაუშვა.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში 1975 ქულით 28-ე პოზიციაზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები