ევროპის ჩემპიონატი - მოჭიდავეების 4 მედლის შანსი
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატი - მოჭიდავეების 4 მედლის შანსი

გერმანიის ქალაქ დორტმუნდში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ახალგაზრდებს შორის, 29 ივნისს მედლების პირველი ხუთი კომპლექტი გათამაშდება და ხუთი წონითი კატეგორიიდან, ოთხში, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ.

დავით ფაცინაშვილი (70 კგ) და ოთარ ადეიშვილი (79 კგ) ნახევარფინალში განცდილი მარცხის შემდეგ გადაერთნენ რეპეშაჟის ფინალში და შესაბამისად, საპრიზო სამეულს ორივეს თითო მოგება აშორებს. გიორგი გეგელაშვილს (57 კგ) და გიორგი ჭოლაძეს (65 კგ) კი წინ დასაყვანი შეხვედრები ელით. 

მედლები ხვალ, თბილისის დროით 20:00 საათიდან გათამაშდება. იქამდე კი, 13:30 საათიდან საქმეში  დარჩენილი ხუთი წონითი კატეგორიის მოჭიდავეები ჩაებმებიან.

საქართველოს ნაკრების სახელით იჭიდავებენ: დავით აბდალაძე (61 კგ), ვლადიმერ გამყრელიძე (74 კგ), დავით კოღუაშვილი (86 კგ), ანდრო მარგიშვილი (92 კგ) და გიორგი ჩიხრაძე (125 კგ).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები