Aa
Aa

"პროტოკოლი აუცილებელია" - ენდი მარი ბასილაშვილის სასამართლოზე

დღეს, ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონზე თავის პირველ შეხვედრას გამართავს. მისი მეტოქე ბრიტანელი ენდი მარი იქნება, რომელმაც დაპირისპირებამდე პრესასთან ისაუბრა და ქართველი ჩოგბურთელის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

როგორც მოგეხსენებათ, ბასილაშვილის მეუღლეზე ძალადობას აბრალებენ, რასაც თავად უარყოფს. სასამართლო პროცესი ჯერ არ დასრულებულა, გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.

ენდი მარის პირდაპირ არ უთქვამს, თუმცა ბრიტანელი მიანიშნებს, რომ ასეთ დროს ჩოგბურთელებს ATP-ის ტურნირებში მონაწილეობის მიღება უნდა ეკრძალებოდეთ.

„ჩემი ზრით, უნდა არსებობდეს პროტოკოლი, რომელიც სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას იმოქმედებს. ამ საქმის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ მაქვს. რაც მსმენია, ეს არც ისე კარგია.

ვფიქრობ, ასეთ დროს ATP-იმ და ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ მსგავს საკითხებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ“, - ციტირებს მარის სიტყვებს Express-ი.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანელი ჩოგბურთელი „უიმბლდონს“ (3-გზის ჩემპიონი) დიდხნიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება და ამ ტურნირზე 2017 წლის შემდეგ პირველად იასპარეზებს. მაშინ მარი მეოთხედფინალში გავიდა და სემ ქუერისთან დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები