ბელგიამ პორტუგალია დაამარცხა  ! - რონალდუ ევრო 2020-ს დაემშვიდობა
Aa
Aa

ბელგიამ პორტუგალია დაამარცხა ! - რონალდუ ევრო 2020-ს დაემშვიდობა

ევრო 2020-ის მერვედფინალში რობერტო მარტინესის გაწვრთნილმა ბელგიის ნაკრებმა სევილიაში ტორგან აზარის ერთადერთი გოლით ევროპის მოქმედი ჩემპიონი პორტუგალია დაამარცხა. მოგეხსენებათ, ევრო 2016 პორტუგალიის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.

მატჩის ერთადერთი გოლი 42-ე წუთზე მუნიეს გადაცემის შემდეგ ტორგან აზარმა გაიტანა, ''დორტმუნდის'' ნახევარმცველმა შორი მანძილიდან დაარტყა. მიუხედავად იმისა, რომ დარტყმისას ბურთმა მიმართულება შეიცვალა, პატრისიო ვალდებული იყო გუნდი გოლისგან ეხსნა.

36 წლის კრიშტიანუ რონალდუსთვის ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. მან ევრო 2020-ზე 5 გოლი შეაგდო და ახალი რეკორდი დაამყარა. მან საფრანგეთთან დუბლი შეასრულა. შესაბამისად, 108-ე და 109-ე გატანილი გოლებით ერთი რეკორდი გააუმჯობესა და ასევე ერთი რეკორდი გაიმეორა: პორტუგალიელი პირველი ევროპელი ფეხბურთელია, რომელმაც დიდ სანაკრებო ტურნირებზე, ევროპის ჩემპიონატსა და მსოფლიო ჩემპიონატზე, თავი 21 გოლს მოუყარა. გარდა ამისა, რონალდუმ ირანელი ალი დაეის რეკორდი გაიმეორა, რომელმაც ეროვნულ გუნდში 149 მატჩში 109 გოლი შეაგდო.

ბელგიის ნაკრები ევროპის 8 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვდა და მეოთხედფინალში ითამაშებს, ბელგიის მეტოქე რობერტო მანჩინის გაწვრთნილი იტალია იქნება. იტალიის ნაკრებმა მერვედფინალში მძიმე ბრძოლაში ავსტრია დაამარცხა.

ბელგია-იტალიის მატჩი 2 ივლისს გაიმართება. ცნობილია კიდევ ერთი მეოთხედფინალური დაპირისპირება, 3 ივლისს ჩეხეთის მეტოქე დანია იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები