მოჭიდავეების 4 მედალი თურქეთიდან და გუნდური მესამე ადგილი
Aa
Aa

მოჭიდავეების 4 მედალი თურქეთიდან და გუნდური მესამე ადგილი

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა სტამბოლში, იაშარ დოგუს სახელობის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე 4 მედალი მოიპოვა.

ქართული გუნდი თურქეთში გადახალისებული შემადგენლობით ჩავიდა, თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც შეძლო, თითო ოქრო-ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედლის მოპოვება და საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილის დაკავება. 

70 კილოგრამ წონით კატეგორიაში შეჯიბრება ქართული ფინალით დაგვირგვინდა - ზურაბ იაკობიშვილმა ლევან ქელეხსაშვილს მოუგო.

მესამე საპრიზო ადგილები კი ტარიელ გაფრინდაშვილმა (79 კგ) და გივი მაჭარაშვილმა 97 კგ) დაიკავეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები