Aa
Aa

"მეტოქე არასწორად არ უნდა შევაფასოთ" - დეშამი მერვედფინალის წინ

ევრო 2020-ის მერვედფინალში საფრანგეთის ჯერი დგება. „მამლები“ შვეიცარიას უპირისპირდებიან. ამ ძალზედ მნიშვნელოვანი თამაშის წინ, დიდიე დეშამმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა დეშამმა?

„მეტოქე არასწორად არ უნდა შევაფასოთ. შვეიცარია საკმაოდ ძლიერი ნაკრებია და ეს მერვედფინალია. ყველაფერს ერთი მატჩი წყვეტს. არ უნდა მოვდუნდეთ და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საუკეთესოდ უნდა ვითამაშოთ.

მათ კარგად დაკომპლექტებული გუნდი ჰყავთ და შეტევაში საკმაოდ ეფექტურები არიან. შაქირი, ემბოლო და სეფეროვიჩი ნებისმიერი გუნდისთვის პრობლემაა.

ბუდაპეშტში საკმაოდ ცხელა და ამან მცირე გავლენა იქონია ჩვენზე. თამაშებს შორის 5 დღე ვისვენებთ, სხვები კი რვა დღე უქმობენ. ეს სხვა ნაკრებებს დამატებით უპირატესობას აძლევს. მიუხედავად ამისა, ჩემი ფეხბურთელები შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში იმყოფებიან და ყველაფერის მზად არიან.“

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრებმა ჯგუფში 5 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაიკავა. დეშამის გაწვრთნილმა შეგირდებმა გერმანია 1:0 დაამარცხეს. უნგრეთთან მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. პორტუგალიასთან, როგორც უკვე მოგახსენეთ ასევე ფრე 2:2.

ცნობისთვის, საფრანგეთისა და შვეიცარიის დაპირისპირება 28 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები