Aa
Aa

"სხვადასხვა ტაქტიკა პრობლემას არ წარმოადგენს" - ვარანი მერვედფინალის წინ

ევრო 2020-ის მერვედფინალში საფრანგეთის ჯერი დგება. „მამლები“ შვეიცარიას უპირისპირდებიან. ამ ძალზედ მნიშვნელოვანი თამაშის წინ, რაფაელ ვარანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა ვარანმა?

„დეშამი ხშირად გვესაუბრება და ეს ძალიან კარგია. მწვრთნელთან კომუნიკაცია ყოველთვის მისასალმებელია და ეს გვეხმარება. სხვადასხვა სისტემით თამაში შეგვიძლია. სამი მცველით ვითამაშეთ და ამის გამოცდილება გვაქვს. ღრმა შემადგენლობა გვყავს და სხვადასხვა ტაქტიკა ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

ადვილ შეხვედრას არ ველოდებით, თუმცა წარმატების მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ. ბენზემას ნაკრებში დაბრუნება ყველასთვის სასიხარულოა. კარიმი ჩვენთვის დიდი ძალაა და ეს პორტუგალიასთან მატჩში დამტკიცდა.“

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრებმა ჯგუფში 5 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაიკავა. დეშამის გაწვრთნილმა შეგირდებმა გერმანია 1:0 დაამარცხეს. უნგრეთთან მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. პორტუგალიასთან, როგორც უკვე მოგახსენეთ ასევე ფრე 2:2.

ცნობისთვის, საფრანგეთისა და შვეიცარიის დაპირისპირება 28 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები