HITC: შესაძლოა, ლიდსში ხვიჩა კვარაცხელიას მარცხენა მცველის როლი ჰქონდეს
Aa
Aa

HITC: შესაძლოა, ლიდსში ხვიჩა კვარაცხელიას მარცხენა მცველის როლი ჰქონდეს

ბრიტანული გამოცემა -  HITC საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის" ტალანტის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს და საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

გამოცემა ტრანსფერის ღირებულებად £20 მილიონს მოიაზრებს და აღნიშნავს, რომ „ლიდსის" ინტერესი რეალურია, თუმცა საინტერესო ის არის, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი, მარსელო ბიელსა ქართველ ფეხბურთელს სავარაუდოდ, პოზიციას შეუცვლის და „ლიდსის" ფორმაციიდან გამომდინარე, შესაძლოა, ხვიჩა მარცხენა ფლანგზე ვიხილოთ:

„იყიდო ფეხბურთელი £20 მილიონად და არ იყო დარწმუნებული, რომ ის სასტარტოდან დაიწყებს?

როგორ ჩაჯდება ხვიჩა მარსელოს გეგმებში? სავარაუდოდ, ბიელსა ფიქრობს, რომ შეძლებს კვარაცხელიასთვის პოზიციის შეცვლას და მარცხენა მცველის პოზიციის მორგებას. ამ კლუბში ფლანგის მცველები დაცვაში დიდ დროს ნამდვილად არ ატარებენ - შეხედეთ ალიოსკის თამაშსა და როლს".

 Sportitalia-ს რეპორტიორის, რუდი გალეტის ინფორმაციით, 20 წლის ქართველი ტალანტისთვის ბრძოლა „ლიდსსა" და „ევერტონს" შორის მიმდინარეობს.

2020/21 წლების სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ „რუბინის" მაისურით პრემიერ ლიგის 23 მატჩში 4 გოლი გაიტანა, საგოლე პასებისა და გამომუშავებული პენალტების ჯამი კი 8-ს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები