ფედერერმა სტამბოლის ტურნირი მოიგო
Aa
Aa

ფედერერმა სტამბოლის ტურნირი მოიგო

33 წლის შვეიცარიელი როჯერ ფედერერი სტამბოლის TEB BNP Paribas Istanbul Open-ის გამარჯვებულია. ფინალში მან ურუგვაელ პაბლო კუევასს 6:3, 7:6 მოუგო. მატჩი საათსა და 36 წუთს გაგრძელდა. ფედერერის ანგარიშზე 7 ეისი და 2 ბრეიკია. დღევანდელი ფინალის მეტოქენი ერთმანეთს პირველად შეხვდნენ.

სტამბოლის შეჯიბრების საპრიზო ფონდი 494310 ევროა. ფედერერმა კარიერის განმავლობაში 85-ე ტურნირი (წლეულს მესამე) მოიგო და სტამბოლში მიღწეული წარმატებით როჯერმა 80 ათასი ევრო და 250 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა.

ამასობაში, კარიერის განმავლობაში შესრულებული ეისების რაოდენობით 33 წლის ფედერერმა ამერიკელ ენდი როდიკს გადაასწრო და ბაზელელი მხოლოდ ხორვატებს, გორან ივანიშევიჩს და ივო კარლოვიჩს ჩამორჩება. ივანიშევიჩის აქტივში 10183 ეისია, ეს საჩოგბურთო ელემენტი კარლოვიჩმა 9420-ჯერ შეასრულა, ფედერერის საკარიერო ეისების რაოდენობა კი 9082-ს უტოლდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები