ოფიციალურად - უეფა-მ სტუმრად გატანილი გოლის წესი გააუქმა!
Aa
Aa

ოფიციალურად - უეფა-მ სტუმრად გატანილი გოლის წესი გააუქმა!

ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტიურად განიხილებოდა უეფა-ს ეგიდით გამართულ ტურნირებზე, სტუმრად გატანილი გოლის წესის მოხსნა.

დღეს კი ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ოფიციალური განცხადება გააკეთა. ვიგებთ, რომ მომავალი სეზონიდან სტუმრად გატანილი გოლის წესი აღარ იარსებებს.

იმ შემთხვევაში, თუ 2-მატჩიან დაპირისპირებაში გუნდები ერთნაირი რაოდენობის გოლებს გაიტანენ, აღარ ექნება მნიშვნელობა, თუ რამდენი ექნება გატანილი ერთ კონკრეტულ გუნდს მეტოქის სტადიონზე. ერთნაირი გოლების რაოდენობის შემთხვევაში დაინიშნება დამატებითი 15-წუთიანი ორი ტაიმი.

თუ დამატებით ტაიმებში გუნდებმა იგივე რაოდენობის გოლები დააფიქსირეს ან გაიტანეს, ასეთ შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე გასულის ბედს პენალტების სერია გადაწყვეტს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული წესი 1965 წელს ამოქმედდა, როცა ევროთასებზე 2-მატჩიანი შეხვედრები შემოიღეს. რამდენიმე თვის წინ დამტკიცდა, რომ 2021-22 წლების სეზონიდან სტუმრად გატანილი გოლის წესი დამატებითი დროის დანიშვნის შემთხვევაში აღარ იმოქმედებდა. ეს იყო წინაპირობა და ნიადაგის შემზადება იმისთვის, რომ ხსენებული წესი მთლინად გაუქმებულიყო.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები