მარცხი კრისტი ენთან - გორგოძე უიმბლდონზე არ იქნება
Aa
Aa

მარცხი კრისტი ენთან - გორგოძე უიმბლდონზე არ იქნება

საჩოგბურთო სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დიდი სლემის ტურნირი ახლოვდება. სულ მალე უიმბლდონი დაიწყება და ქართველი ჩოგბურთელი ეკო გორგოძე საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოდიოდა.

ეკო პირველ წრეში ბრიტანელ ჩოგბურთელს, ევა შოუს დაუპირისპირდა და მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა. ქართველმა ჩოგბურთელმა ორივე სეტი ერთნაირი ანგარიშით, 6:2 6:2 მოიგო და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

სამწუხაროდ, მეორე წრეში გორგოძე 29 წლის კრისტი ენთან ორ სეტში 2:6 3:6 დამარცხდა და საკვალიფიკაციო ეტაპს გამოეთიშა. პირველ სეტში ამერიკელმა თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა და ეკოს ჩაწოდება მოიგო. საბოლოოდ კრისტი ენმა 2-ბრეიკიანი უპირატესობით დაასრულა.

მეორე სეტში, იმ დროს, როდესაც ეკო 1:2-ს აგებდა, ამერიკელმა ბრეიკი შეასრულა და წინ გავიდა, თუმცა ქართველმა ჩოგბურთელმა უკუ ბრეიკი შეასრულა და თამაშში დაბრუნდა. სამწუხაროდ კრისტი ენმა ისევ შეძლო ბრეიკის შესრულება და უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია.

შეგახსენებთ, რომ გორგოძე წინა დიდი სლემის ტურნირზე, კონკრეტულად კი როლან გაროსზე გავიდა, სადაც პირველივე წრეში 18 წლის დანიელ კლარა ტაუსონთან ორ სეტში 4:6 2:6 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები