დეშამი:
Aa
Aa

დეშამი: "ყველაფერი კარგად ვერ გავაკეთეთ"

ევრო 2020-ის მესამე ტურში დრამატული მატჩები გაიმართა. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა პორტუგალიასა და საფრანგეთს შორის გაიმართა და 2:2 დასრულდა. დუბლი შეასრულეს კარიმ ბენზემამ და კრიშტიანუ რონალდუმ. თამაშის დასრულების შემდეგ, „მამლების“ თავკაცმა დიდიე დეშამმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა დეშამმა?

„ამ მომენტში დიდ სიხარულს განვიცდი. ფეხბურთი მაგიასავით არის. ერთი მომენტიდან უცებ შეიძლება მეორე მომენტში ძალიან სწრაფად გადახვიდე. როდესაც დასახულ მიზნებს ვაღწევთ კმაყოფილები ვართ.

სხვა გუნდებმა ჩვენზე უკეთესი შთაბეჭდილება დატოვეს, მაგრამ ახლა ახალი ეტაპი იწყება და ვნახოთ რა იქნება. გერმანიის დამარცხება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. უნგრეთთან მოპოვებულმა ქულამ კი მერვედფინალის საგზური მოგვცა.

პორტუგალიასთან ყველაფერი კარგად ვერ გავაკეთეთ, მაგრამ ჩვენი გონება მომართულია გაუმჯობესებისკენ და ჩვენ ეს შეგვიძლია. მერვედფინალში გასვლით კმაყოფილი ვარ.“

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრებმა ჯგუფში 5 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაიკავა. დეშამის გაწვრთნილმა შეგირდებმა გერმანია 1:0 დაამარცხეს. უნგრეთთან მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. პორტუგალიასთან, როგორც უკვე მოგახსენეთ ასევე ფრე 2:2.

ცნობისთვის, ევრო 2020-ის მერვედფინალში „მამლები“ 28 ივნისს შვეიცარიას დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები