ბენზემა:
Aa
Aa

ბენზემა: "ჩემს გოლს ყველა ელოდებოდა"

ევრო 2020-ის მესამე ტურში დრამატული მატჩები გაიმართა. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა პორტუგალიასა და საფრანგეთს შორის გაიმართა და 2:2 დასრულდა. დუბლი შეასრულეს კარიმ ბენზემამ და კრიშტიანუ რონალდუმ. თამაშის დასრულების შემდეგ, ბენზემამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა ბენზემამ?

„გოლის გატანის შემდეგ დიდ სიხარულს და სიამაყეს ვგრძნობდი. ჩემს გოლს ყველა ელოდებოდა. ეს კი ჩემზე დიდი ზეწოლა იყო, მაგრამ მე პროფესიონალი ფეხბურთელი ვარ და ყველაფერს გავუმკლავდი.

გოლის გატანა ყოველთვის სასიამოვნოა, თუმცა ამაზე კარგი შეგრძნება მერვედფინალში გასვლაა. ამ გუნდში ძალიან მინდოდა თავის გამოჩენა, რადგან დიდი კონკურენციაა და ვაანალიზებ, რომ გოლების გატანა მნიშვნელოვანია.

საკუთარ თავში ეჭვი არასდროს მეპარებოდა და ვიცოდი, რომ ქვეყანას ჩემგან დიდი მოლოდინი ჰქონდა. გავიტანე და ამ გოლს მთელ საფრანგეთს ვუძღვნი.“

შეგახსენებთ, რომ კარიმ ბენზემა „მამლებში“ 2015 წლის შემდეგ არ თამაშობდა და მისი დაბრუნება მხოლოდ ევროპის ჩემპიონატის დაწყების წინ მოხდა. სადებიუტო გოლი კი პორტუგალიის ნაკრებში კარში გაიტანა.

ცნობისთვის, ევრო 2020-ის მერვედფინალში დიდიე დეშამის ნაკრები 28 ივნისს შვეიცარიას დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები