საქართველოს ჩემპიონატი - ხოტენაშვილმა პირველობა არავის დაუთმო
Aa
Aa

საქართველოს ჩემპიონატი - ხოტენაშვილმა პირველობა არავის დაუთმო

ჭადრაკში ქალთა შორის ჩემპიონი ბელა ხოტენაშვილი გახდა,რომელმაც ტიტული კარიერაში მესამედ მოიპოვა.

ახალმა ჩემპიონმა 8 გამართულ პარტიაში გამარჯვება ხუთჯერ მოიპოვა, სამჯერ კი ბელამ ყაიმი ითამაშა და საბოლოო ჯამში 7,5 ქულა დააგროვა.

საქართველოს ჩემპიონატის მეორე ადგილოსანი 5,5 ქულით ნინო ბაციაშვილი გახდა.

ბრინჯაოს მედალი კი მერი არაბიძემ დაისაკუთრა.

შეგახსენებთ,რომ  ხოტენაშვილი საქართველოს ჩემპიონი პირველად 2012 წელს გახდა,ხოლო 2017 წელს გაიმეორა მიღწევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები