ოფიციალურად - ბოატენგი ჰერტაში დაბრუნდა
Aa
Aa

ოფიციალურად - ბოატენგი ჰერტაში დაბრუნდა

ცნობილი გახდა, რომ კევინ-პრინც ბოატენგი მშობლიურ კლუბს, „ბერლინის ჰერტას“ დაუბრუნდა. ინფორმაცია გერმანული კლუბის ოფიციალურმა ვებ-საიტმა დაადასტურა.

ვეტერანი ნახევარმცველი კარიერის უკანასკნელ პერიოდში სერია ბ-ს გუნდში „მონცაში“ თამაშობდა. ბოატენგი იტალიური კლუბის სერია ა-ში აღზევებისთვის მარიო ბალოტელისთან ერთად იბრძოდა, თუმცა ეს ყველაფერი არ მოხდა და „მონცა“ კვლავ სერია ბ-ში იასპარეზებს.

გეტყვით, რომ კევინმა საფეხბურთო კარიერა სწორედ ბერლინურ კლუბში დაიწყო. 1994 წელს, პრინცი „ჰერტას“ ახალგაზრდულ გუნდში ჩაირიცხა. 2005 წლამდე მეორე გუნდის რიგებში გამოდიოდა, ხოლო შემდეგ პირველ გუნდში გადაიყვანეს სათამაშოდ.

ბოატენგმა „ჰერტას“ მაისური 2 წლის განმავლობაში 53-ჯერ მოირგო, 5 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა. კევინს სხვადასხვა დროს „მილანში“ და „ბარსელონაშიც“ უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები