ტოკიო 2020 - პეტრიაშვილი აკგულს ფინალამდე არ შეხვდება
Aa
Aa

ტოკიო 2020 - პეტრიაშვილი აკგულს ფინალამდე არ შეხვდება

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ (UWW) ტიოკიოს ოლიმპიური თამაშებისათვის სარეიტინგი სისტემა გამოაქვეყნა, რომელიც ექვსივე ოლიმპიურ წონით კატეგორიაში პირველი ოთხეულის განთესვას გულისხმობს.

შეგახსენებთ რომ თითოეულ წონით კატეგორიაში 16 ფალავანი მიიღებს მონაწილეობას და რეიტინგის ლიდერები მხოლოდ ნახევარფინალში შეხვდებიან ერთმანეთს (პირველი ნომერი მეოთხეს ხოლო მეორე ნომერი მესამესთან დაწყვილდება)

პირველ ნომრად არის განთესილი და შესაბამისად რეიტინგის ლიდერია მსოფლიოს მოქმედ სამგზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი, მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი თურქი ტაჰა აკგული მესამე ნომერია, დებულების მიხედვით პრინციპული მეტოქეები ერთმანეთს მხოლოდ ფინალში თუ შეხვდებიან. 

პოტენციური ნახევარფინალური წყვილები 125 კგ კატეგორიაში შემდეგნაირად გამოიყურება

გენო პეტრიაშვილი (საქართველო) - ალექსანდრ ხოციანოვსკი (უკრაინა)

ტაჰა აკგული (თურქეთი) - იუსუბ ბატირმურზაევი (ყაზახეთი)

პეტრიაშვილის გარდა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრთაგან ტოკიოში, ავთანდილ კენჭაძე (74 კგ.) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) იასპარეზებენ, ბერძნულ-რომაული ნაკრებიდან კი რამაზ ზოიძე (67 კგ), ლაშა გობაძე (87 კგ), გიორგი მელია (97 კგ) და იაკობ ქაჯაია (130 კგ) დაიცავენ საქართველოს ღირსებას.

ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშები იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე პერიოდში ჩატარდება, მოჭიდავეები კი 1-იდან 7 აგვისტოს ჩათვლით გამოვლენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები