პელეგრინი: „ჩელსის“ ტიტულის დაცვა ძალიან გაუჭირდება
Aa
Aa

პელეგრინი: „ჩელსის“ ტიტულის დაცვა ძალიან გაუჭირდება

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, მანუელ პელეგრინიმ განაცხადა, რომ „ჩელსის“ მომდევნო სეზონში ჩემპიონის ტიტულის დაცვა ძალიან გაუჭირდება.

„ინგლისში არსებობს 4-5 გუნდი, რომლებიც ერთნაირი ფინანსური შესაძლებლობების და სიძლიერისანი არიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გამორიცხულია რომელიმე მათგანმა ჩემპიონატი ზედიზედ 2-ჯერ მოიგოს. ეს ვერც ჩემმა გუნდმა გააკეთა და ვერც ლონდონის „ჩელსი“ შეძლებს. 70 წლის განმავლობაში, ჩემპიონებმა მომდევნო სეზონში „პრემიერლიგის“ ტიტულის დაცვა მხოლოდ 6-ჯერ მოახერხეს. ეს ფაქტი თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს“ - განაცხადა მანუელ პელეგრინიმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები