დილამ 3 მატჩიანი მოუგებელი სერია შუქურასთან დაასრულა
საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-19 ტურის მატჩში „დილამ" „შუქურას" უმასპინძლა და 3-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.
ნულოვანი პირველი ნახევრის შემდეგ შეხვედრაში ერთადერთი, ძალიან ლამაზი გოლი 54-ე წუთზე გავიდა - თორნიკე კაპანაძემ ბრაზილიელი მცველის, ვანდერსონ სილვას შედეგიანი გადაცემა გამოიყენა (1-0).
აღსანიშნავია, რომ ანდრი დემჩენკოს გუნდს 25 მაისის, მე-15 ტურის შემდეგ, მატჩი არ მოუგია (2 მარცხი/1 ფრე), ამიტომ სატურნირო თვალსაზრისით კი ეს 3 ქულა „დილასთვის" განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო.
სატურნირო მდგომარეობა და მომავალი მატჩები
19 ტურის შემდეგ „დილას" 29 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილს იკავებს, ხოლო „შუქურა" 16 ქულით, ჯერ-ჯერობით პლეი-აუტის ზონაშია.
საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-20 ტურში „დილა" გათამაშების აუტსაიდერ „სამტრედიას" ესტუმრება, ხოლო „შუქურა" ბათუმში ჩავა და ბათუმი არენაზე გათამაშების ლიდერ „დინამო" ბათუმს დაუპირისპირდება.
ფოტო: ეროვნული ლიგა