50% - ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე გულშემატკივარს დაუშვებენ
Aa
Aa

50% - ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე გულშემატკივარს დაუშვებენ

ტოკიო 2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის,  საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC), პარალიმპური კომიტეტის (IPC), იაპონიის მთავრობის და ტოკიოს მთავრობის სხდომაზე ოლიმპიურ არენებზე მაყურებელის შეზღუდული რაოდენობით დაშვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.

მაყურებელის რიცხვი განსაზღვრულია არენის ტევადობის 50 პროცენტის ფარგლებში, თუმცა ცნობილია, რომ გულშემატკივრის რაოდენობა 10 000-ს არ უნდა აღემატებოდეს.

იმ შემთხვევაში თუ 12 ივლისის შემდეგ საგანგებო რეჟიმი კვლავ ამოქმედდება, მაყურებელთა დაშვების საკითხი გადაიხედება. შეგახსენებთ, რომ გაუარესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო იაპონიაში, მათ შორის ტოკიოში, საგანგებო მდგომარეობა მოქმედებდა.

ტოკიო 2020-ის საგზური მოპოვებული 8 500 ათლეტს აქვს. 17 სახეობაში კვალიფიკაციები უკვე  დასრულებულია. უშუალოდ, შესარჩევ ასპარეზობებში ტოკიო 2020-ის საგზურების საერთო რაოდენობის კიდევ 4% გათამაშდება, ლიცენზიების 20% კი რეიტინგების მიხედვით განაწილდება. 

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე დაახლოებით 10 000 ათლეტს ელოდებიან.

საკვალიფიკაციო ტურნიები 29 ივნისს დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშები 1 წლით გადავადდა და ამიტომ, გასული წლის ნაცვლად მიმდინარე წლის ზაფხულში (23 ივლისი - 8 აგვისტო) გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები