Aa Aa
22 ივნისი 2021  |  18:30

ვინ გახდება ევრო 2020-ის გამარჯვებული - Opta-ს შედეგები ცნობილია

11 ივნისს სტარტი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატმა აიღო, რომელსაც თვალს მილიონობით გულშემატკივარი ადევნებს.

რა თქმა უნდა, ტურნირისადმი ინტერესი დიდია და არაერთი ანალიზი კეთდება. ამჯერად, პოპულარულმა სტატისტიკურმა კომპანია Opta-მ გაავრცელა შედეგები და ევრო 2020-ის მთავარი ფავორიტი დაასახელა.

მონაცემების მიხედვით, პრესტიჟული სანაკრებო ტურნირის მთავარი ფავორიტი დიდიე დეშამის საფრანგეთია (23.3%), რომელსაც სოლიდური სხვაობით გერმანია (12.2%) ჩამორჩება, მესამე ადგილი კი პორტუგალიას ეკუთვნის (10.6%).

ათასობით გულშემატკივრის ფავორიტმა იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა ამ შემთხვევაში, მხოლოდ მე-7 ადგილი დაიკავა.

  1. საფრანგეთი - 23.3% 
  2. გერმანია - 12.2% 
  3. პორტუგალია - 10.6% 
  4. ესპანეთი - 10.2%
  5. ბელგია - 9.9% 

შეგახსენებთ, რომ ევრო 2020 11 ივნისს დაიწყო და 11 ივლისს დასრულდება.  

ფინალურ მატჩს უემბლი უმასპინძლებს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში