ოფიციალურად - კახა ჩხეტიანი ტორპედოში დაბრუნდა
Aa
Aa

ოფიციალურად - კახა ჩხეტიანი ტორპედოში დაბრუნდა

დღეს, 19:30 საათიდან, ქუთაისში, რამაზ შენგელიაზე სტარტს საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-19 აიღებს, სადაც ერთმანეთს „ტორპედო" და „დინამო" ბათუმი დაუპირისპირდებიან.

მატჩამდე ცნობილი გახდა, რომ ქუთაისური გუნდის რიგებში სიახლეა - „დინამო" ბათუმთან მატჩისთვის გუნდი კახა ჩხეტიანმა მოამზადა, რომელიც „ტორპედოში" ოფიციალურად, მთავარი მწვრთნელის რანგში უკვე დაბრუნდა.



რამდენიმე დღის წინ, ქუთაისის „ტორპედოს" გულშემატკივარი სოციალურ ქსელში წერდა, რომ კლუბში არსებული პრობლემები, რომელზეც ინფორმაცია არაერთხელ გაჟღერდა, ჯერ კიდევ არ მოგვარებულა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ უკვე 3 თვეა, რაც ფეხბურთელებს მწვრთნელებს და გუნდში მომუშავე პერსონალს, ხელფასი არ აუღია.

ცნობილი იყო ისიც, რომ 20 ივნისს გუნდს ოფიციალურად უნდა ჰყოლოდა ლიცენზირებული მწვრთნელი. წინააღმდეგ შემთხვევაში „ტორპედოს" სანქციები ემუქრებოდა.

კახა ჩხეტიანისთვის „ტორპედო" უცხო არ არის. გამოცდილი სპეციალისტი გუნდში 2016/2020 წლებში მუშაობდა, ამ დროში მან საქართველოს ჩემპიონატი, თასი (2) და სუპერთასი (2) მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები