კოკემ ვან დერ ვაარტს უპასუხა:
Aa
Aa

კოკემ ვან დერ ვაარტს უპასუხა: "ინიესტას გოლის ფოტოზე ისიც ჩანს"

ვეტერანმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა რაფაელ ვან დერ ვაარტმა ევრო 2020-ზე ისაუბრა და ესპანეთის ნაკრები შეაფასა, რომელსაც ძალიან სუსტი გუნდი უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ „ფურია როხა“ სწორედ „ნარინჯისფრებს“ შეხვდება.

„ესპანეთი საშინელი გუნდია, უბრალოდ საშინელი. იმედი მაქვს ჩვენ ფლეი-ოფში მათ შევხვდებით.

ისინი მხოლოდ გვერდით პასს აკეთებენ. ამას ის მოთამაშეებიც აკეთებენ, რომლებმაც დიდებული გადაცემების შესრულება იციან“. - თქვა ვან დერ ვაარტმა.

მოსალოდნელი იყო, რომ ვან დერ ვაარტს ესპანელთა ბანაკიდან პასუხს გასცემდნენ და ასეც მოხდა. კოკემ ნიდერლანდელს ირონიულად უპასუხა:

„ვან დერ ვაარტს სურს, რომ თავისი დიდების მომენტი ჰქონდეს და აკეთებს იმას, რაც უნდა. მე ის 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის ფოტოზე ვნახე, სადაც ინიესტას გამარჯვების გოლი გააქვს. კადრში ვან დერ ვაარტი აშკარად ჩანს.

მე მის სიტყვებს დავიმახსოვრებ, ისინი მოტივაციას შეგვმატებენ. მას ავიღებთ და დავბეჭდავთ, შემდეგ გასახდელში ჩამოვკიდებთ, მაგრამ იმ შემთხვევაში გავიხსენებთ, თუ ნიდერლანდებს შევხვდებით“. - ამბობს კოკე.

ლუის ენრიკეს გუნდის მიმართ კრიტიკა მართლაც დიდია. „ფურია როხა“ სუსტად გამოიყურება და ესპანური პრესა ელის, რომ მწვრთნელი სლოვაკეთთან მატჩისთვის რამდენიმე ცვლილებას განახორციელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები