„ჯერარდმა ბუცები მათხოვა და ბრწყინვალედ ვითამაშე“ - რიჩარდსის სახალისო ისტორია
Aa
Aa

„ჯერარდმა ბუცები მათხოვა და ბრწყინვალედ ვითამაშე“ - რიჩარდსის სახალისო ისტორია

„მანჩესტერ სიტის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, მიკა რიჩარდსმა ინგლისის ნაკრებში გამართული ერთ-ერთი ვარჯიში გაიხსენა. რიჩარდსის თქმით, ლეს ჩეპმენმა, რომელიც მის ეკიპირებაზე ზრუნავდა, შეცდომა დაუშვა და ამის გამო ინგლისელი უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

„ინგლისის ნაკრებში პირველად უნდა მეთამაშა და ლეს ჩეპმენმა მხოლოდ მარცხენა ბუცები გამატანა. წარმოიდგინეთ, სავარჯიშოდ მივედი და ჩემი ორივე ბუცი მარცხენა გახლდათ. ამ დროს, დერეფანში სტივენ ჯერარდი დავინახე, რომელსაც არ ვიცნობდი, მაგრამ ბუცები მაინც ვთხოვე.

ჯერარდმა უარი არ მითხრა. სავარჯიშოდ მისი ბუცებით გავედი და ფენომენალური ვიყავი. შორეულ და მოკლე გადაცემებს ვაკეთებდი. ბურთს ვახვევდი და ჯარიმებსაც ვურტყამდი. მოკლედ, ყველაფერი იდეალურად გამომდიოდა, შემდეგ კი ჩემი ბუცები ჩავიცვი და ისევ ცუდი ფეხბურთელი გავხდი“.

შეგახსენებთ, რომ რიჩარდსმა ინგლისის ნაკრების მაისურით 13 შეხვედრა ჩაატარა. „სამი ლომის“ რიგებში მან ბოლოს 2012 წელს ითამაშა და საფეხბურთო კარიერა 2019 წელს დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები