უეფას უარი - ალიანს არენა ცისარტყელის ფერებში აღარ განათდება
Aa
Aa

უეფას უარი - ალიანს არენა ცისარტყელის ფერებში აღარ განათდება

უეფამ მიუნხენის მერს დიტერ რეიტერს უპასუხა და „ალიანს არენას“ LGBT ფერებში განათების უფლება არ მისცა.

„უეფა არის ორგანიზაცია, რომელიც შორს არის პოლიტიკური და რელიგიური საკითხებისგან და ის მოქმედებს საკუთარი წესდების მიხედვით.

ამ მოთხოვნის პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც მიზნად ისახავდა უნგრეთის პარლამენტის გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ წასვლას - უეფა ვალდებულია მოთხოვნაზე უარი თქვას“. - ნათქვამია განცხადებაში.

უეფას რეგლამენტში პირდაპირ უწერია, რომ ასეთ დროს არენა შეიძლება განათდეს მხოლოდ ორგანიზაციის ფერებში ან იმ დღეს მოთამაშე ნაკრებთა ეროვნულ ფერებში.

ყველაფერი ასე დაიწყო

15 ივნისს, უნგრეთის მთავრობამ 157 ხმით 1-ის წინააღმდეგ მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც ქვეყანაში LGBT-ის პრომოუტინგი აიკრძალა. ასევე აიკრძალა 18-წლამდელთათვის იმის სწავლება, რომ მათ იმ სქესის არჩევა შეუძლიათ, რომელიც მოესურვებათ.

„ეს კანონი წარმოადგენს უკიდურეს ზღვარს ლესბოსელების, გეების, ბისექსუალებისა და ტრანსგენდერი პირების უფლებების შეზღუდვაში. ეს უნგრეთში ერთ-ერთი ბოლო კანონია, რომელიც თავისუფალი არჩევანის შეზღუდვის მიზნით იქნა მიღებული“, - ნათქვამია მიუნხენის საბჭოს განცხადებაში, რომელსაც Deutsche Welle ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ უნგრეთის პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანი, მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პირველი საჯარო პირი იყო, რომელიც მატჩების წინ Black Lives Matter-ის აქციის წინააღმდეგ წავიდა და მუხლის მოდრეკაზე უარი განაცხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები