პირველი გოლი და პირველი ქულა - ურუგვაი ჩილესთან ფრეს დასჯერდა
Aa
Aa

პირველი გოლი და პირველი ქულა - ურუგვაი ჩილესთან ფრეს დასჯერდა

კოპა ამერიკის 15-გზის გამარჯვებულმა, ურუგვაის ნაკრებმა სამხრეთ ამერიკის პირველობის მიმდინარე გათამაშებაზე პირველი გოლი გაიტანა და პირველი ქულები აიღო. არგენტინასთან მატჩის შემდეგ, „ლა სელესტე“ ჩილეს დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა.

ურუგვაიმ კარგად დაიწყო და სწრაფი გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა „წითლების“ მეკარე, კლაუდიო ბრავო მოწოდების სიმაღლეზე იყო. შეხვედრაში ანგარიში 26-ე წუთზე გაიხსნა. ედუარდო ვარგასმა დამაგვირგვინებელ ფაზაში ბრწყინვალედ იასპარეზა და „ლა როხა“ დააწინაურა.

ჩილემ პირველი ტაიმი 1-0 მოიგო. მეორე ნახევარი საწყისი 45 წუთის მსგავსი სცენარით დაიწყო და ურუგვაი შესამჩნევ უპირატესობას ფლობდა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში რაღაც აკლდებოდა. „ლა სელესტემ“ მიზანს მაინც მიაღწია და 66-ე წუთზე არტურო ვიდალის ავტოგოლით წონასწორობა აღადგინა - 1-1, დარჩენილ დროში კი გოლი აღარ გასულა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

ამრიგად, ურუგვაის 1 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-4 ადგილს იკავებს. „ლა სელესტე“ მომდევნო შეხვედრას 24 ივნისს გამართავს და ბოლივიას დაუპირისპირდება. ჩილეს რაც შეეხება, „ლა როხა“ 5 ქულით მეორეა და მომდევნო მატჩი პარაგვაისთან ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები