პოგბა ვარანის სანაცვლოდ - შედგება გაცვლა?
Aa
Aa

პოგბა ვარანის სანაცვლოდ - შედგება გაცვლა?

მადრიდის „რეალმა“ და „მანჩესტერ იუნაიტედმა“ შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ. საუბარია პოლ პოგბასა და რაფაელ ვარანზე.

„წითელი ეშმაკები“ ვარანის შეძენით უკვე დიდი ხანია ინტერესდებიან და ამჟამად პოგბას დათმობასაც განიხილავენ.

AS-ის ცნობით, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ვარანის სანაცვლოდ თანხის გადახდას არ აპირებს, რადგან ფრანგის კონტრაქტს ვადა 2022 წლის ზაფხულში გასდის და თავისუფალი აგენტი ხდება.

„იუნაიტედი“ ფინანსებს ჯეიდონ სანჩოს შესაძენად ინახავს. „რეალს“ კი მბაპეს ან ჰოლანდის შეძენა სურს და მზადაა ვარანი გაყიდოს, რათა საჭირო თანხა მოაგროვოს.

რაც შეეხება თავად პოგბას, მას ლა ლიგაში თამაში უკვე დიდი ხანია სურს და „რეალის“ ვარიანტი მისთვის მიმზიდველია.

პოგბასთვის პსჟ-ც იბრძვის

RMC Sport-ის ცნობით, პსჟ-მ შესაძლოა პოლ პოგბა გაიფორმოს. ფრანგმა გადაწყვიტა, რომ „იუნაიტედთან“ კონტრაქტი არ გააფორმოს და მოლაპარაკებები პარიზელებთან დაიწყო.

წყაროს ცნობით, პოგბას აგენტი მინო რაიოლა ამ დღებში პარიზელთა მფლობელს ნასერ ალ-ხელაიფის შეხვდა და ტრანსფერი განიხილა.

საბოლოოდ, ყველაფერი ევრო 2020-ის დასრულების შემდეგ გადაწყდება და მადრიდელთა პოზიციის ცვლილებაზე ბევრი იქნება დამოკიდებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები