Aa
Aa

"იმედი მაქვს უემბლიზე დავბრუნდებით" - მანჩინი უელსთან მატჩის შემდეგ

ევროპის ჩემპიონატზე მესამე ტური დაიწყო. იტალიის ნაკრები უელსს დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, „სკუადრა აძურას“ თავკაცმა რობერტო მანჩინიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა მანჩინიმ?

ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან 8 ფეხბურთელი შევცვალე და გუნდმა მაინც ძალიან კარგად ითამაშა. ბევრად მეტის გატანა შეგვეძლო, თანაც იმ გუნდის წინააღდეგ, რომელიც გამუდმებით დაცვაში იდგა.

როდესაც უელსი 10 კაცით დარჩა, ისინი უფრო მყარად დადგნენ დაცვაში. ასეთ დროს კი თავისუფალი სივრცეების პოვნა რთულია.

ჩემი ფეხბურთელები ამ სტილით თამაშს მიჩვეულები არიან, რადგან მათ დიდი ხანია ასე ვავარჯიშებ და ყველაფერი კარგად აქვთ გათავისებული. ასევე გეტყვით, რომ რამდენიმე მათგანი საკუთარ კლუბებშიც ასე თამაშობს და მათთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს.

ჩემმა ფეხბურთელებმა ნაკრებში თამაში დაიმსახურეს. აქედან გამომდინარე დიდი არჩევანი მაქვს. ვიმედოვნებ, ასე თამაშს გავაგრძელებთ და უემბლიზე კიდევ ერთხელ დავბრუნდებით.“

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრებმა ჯგუფში სამივე თამაში მოიგო და 9 ქულა დააგროვა. „სკუადრა აძურამ“ პირველ ტურში თურქეთი 3:0 დაამარცხა. იგივე შედეგი დაფიქსირდა შვეიცარიასთან მატჩში, ხოლო უელსთან, როგორც უკვე მოგახსენეთ შეხვედრა 1:0 დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები