ქეცბაია: ''რასიზმი საბერძნეთში საკუთარ თავზე გამოვცადე''
Aa
Aa

ქეცბაია: ''რასიზმი საბერძნეთში საკუთარ თავზე გამოვცადე''

''ანორთოსისის'' მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ Cablenet Cyprus-თან ვრცელ ინტერვიუში კრიტიკოსებზე ისაუბრა, ვინც ''ანორთოსისში'' მისი მუშაობით უკმაყოფილოა. ამ თემაზე საუბრისას პირეოსის ''ოლიმპიაკოსში'' გატარებული პერიოდი გაიხსენა (2009 წელი).

''მათ (კრიტიკოსებს) არ მოვწონვარ იმის გამო, რომ თავზე თმა არ მაქვს ან იმის გამო, რომ საქართველოდან ვარ. ეს რასიზმია, რაც საბერძნეთში საკუთარ თავზე გამოვცადე, როცა ''ოლიმპიაკოსში'' სამუშაოდ წავედი. მაშინ მათ ჩემს მიმართ თქვეს: ''ახლა ვიღაც ჩამოვიდა კვიპროსიდან თუ საქართველოდან''... არ დამიმსახურებია თუნდაც 10 მატჩი ''ოლიმპიაკოსის'' მთავარი მწვრთნელი ვყოფილიყავი?

ზოგადად, საბერძნეთში კვიპროსელების მიმართ პრობლემა აქვთ, თუმცა მოედანზე ხშირად ვახერხებდით მათ დამცირებას, რადგან შესაბამისად არ გვაფასებდნენ, ამით ვსარგებლობდით, ეს ჩვენი უპირატესობა იყო ხოლმე''.

2009 წლის ზაფხულში თემურ ქეცბაია პირეოსის ''ოლიმპიაკოსის'' მთავარი მწვრთნელი გახდა. მისი ხელმძღვანელობით ბერძნულმა კლუბმა მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა (5 მოგება, 1 ფრე). აღსანიშნავია, რომ ''შერიფისა'' და ბრატისლავას ''სლოვანის'' დამარცხებით პირეოსული კლუბი UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა, თუმცა ამ წარმატების მიუხედავად ქართველ სპეციალისტს კლუბის დატოვება მოუწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები