სან-პაბლო ბურგოსის შეთავაზება - ზუროსმა ესპანურ კლუბს უარი უთხრა
Aa
Aa

სან-პაბლო ბურგოსის შეთავაზება - ზუროსმა ესპანურ კლუბს უარი უთხრა

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის 2-გზის ტრიუმფატორმა, „სან პაბლო ბურგოსმა“ მთავარი მწვრთნელის პოსტი საქართველოს ნაკრების თავკაცს, ილიას ზუროსს შესთავაზა. ამ ინფორმაციას ცნობილი გამოცემა, Eurohoops ავრცელებს და გვაუწყებს, რომ ესპანელები ხოან პენაროიას შემცვლელს ეძებენ.

Eurohoops-ის მიხედვით, ზუროსმა „სან პაბლო ბურგოსის“ წინადადებაზე უარი თქვა, რადგან საქართველოს ნაკრებში მისი მუშაობა სრულ ჩართულობას მოითხოვს, რისი სხვა ვალდებულებებთან შეთავსებაც შეუძლებელია. ამასთან, ლიგა ენდესაში კლუბისა და ეროვნული ნაკრების ერთდროულად გაწვრთნა აკრძალულია.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ესპანური კლუბი ზუროსს დაუკავშირდა. „სან პაბლო ბურგოსს“ მისი დანიშვნა 2019 წელს სურდა, თუმცა ბერძენ სპეციალისტს „პერისტიერისთან“ შეთანხმება ჰქონდა მიღწეული და მისი დარღვევა საჭიროდ არ ჩათვალა.

ზუროსს სხვადასხვა დროს „ბუდუჩნოსტში“, „ტოფასში“, „ანადოლუ ეფეში“ „ჟალგირისში“, „არისში“ და სხვა კლუბებში უმუშავია. საქართველოს ნაკრებს იგი 2016 წლიდან წვრთნის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები