Mirror - ვარანი მანჩესტერს უახლოვდება, რეალი მის სანაცვლოდ 60 მილიონს ითხოვს
Aa
Aa

Mirror - ვარანი მანჩესტერს უახლოვდება, რეალი მის სანაცვლოდ 60 მილიონს ითხოვს

ბრიტანული გამოცემა, Mirror გვაუწყებს, რომ რაფაელ ვარანს მადრიდის „რეალის“ დატოვება სურს და „მანჩესტერ იუნაიტედს“ უახლოვდება. ფრანგი ფეხბურთელის აგენტები ამ კვირაში „წითელი ეშმაკების“ წარმომადგენლებს შეხვდებიან და იმედი აქვთ, რომ ტრანსფერს უახლოეს პერიოდში გაჩარხავენ.

ვარანს „რეალთან“ კონტრაქტი კიდევ 12 თვით აკავშირებს, თუმცა კლუბთან ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა და „სანტიაგო ბერნაბეუს“ დასატოვებლად მზადაა. „ოლდ ტრაფორდი“ მის ფავორიტთა შორისაა და მანჩესტერელებს მისი გაფორმების კარგი შანსი აქვთ.

Mirror-ის ცნობით, „რეალი“ 28 წლის უკანახაზელის გასხვისების წინააღმდეგი არაა და მის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს ითხოვს. მადრიდელებს იმედი აქვთ, რომ მიღებულ თანხას კილიან მბაპეს ან ერლინგ ჰოლანდის შესაძენად გამოიყენებენ.

აღსანიშნავია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ გარდა, რაფაელ ვარანის გარშემო განვითარებულ მოვლენებს „პარი სენ-ჟერმენიც“ აკვირდება. პსჟ ტრანსფერზე მუშაობს კიდეც, თუმცა Mirror გვარწმუნებს, რომ ვარანს „ნისლიან ალბიონზე“ გადასვლა სურს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები