ქეცბაია: ''სწორად მოიქცნენ, ახლა მათი ხელფასი მკვეთრად მაღალია''
Aa
Aa

ქეცბაია: ''სწორად მოიქცნენ, ახლა მათი ხელფასი მკვეთრად მაღალია''

''ანორთოსისის'' მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ Cablenet Cyprus-თან ვრცელ ინტერვიუში თორნიკე ოქრიაშვილისა და გიორგი ქვილითაიას შესახებ ისაუბრა, რომლებმაც კარიერის გაგრძელება აპოელ-ში გადაწყვიტეს.

''ანორთოსისი'' მათი მადლიერია, განსაკუთრებით ოქრიაშვილის, რომელმაც ''ანორთოსისში'' ორი წელი გაატარა. 

ფინანსური კუთხით ქვილითაიასა და ოქრიაშვილის სურვილების დაკმაყოფილება ვერ შევძელით, ამიტომ მათი გადაწყვეტილება სწორი იყო. ცხადია, ოქრიაშვილისა და ქვილითაიას ''ანორთოსისში'' დარჩენა გვსურდა, თუმცა ეს ჩვენი კლუბის ფინანსურ შესაძლებლობებს აღემატებოდა.

ხელფასი რამდენსაც ''ანორთოსისში'' იღებდნენ და რამდენსაც აპოელ-ში აიღებენ, მკვეთრად განსხვავებულია. ჩვენს კლუბში იმაზე ნახევარზე ნაკლებს იღებდნენ ვიდრე მათ აპოელ-მა შესთავაზა''.

ოქრიაშვილმა აპოელ-თან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და კლუბში 2024 წლამდე დარჩება. CrystalSport-ის ცნობით 29 წლის ქართველმა გარემარბმა უარი სამხრეთ კორეის მოქმედ ჩემპიონს, ''ჩონბუკ ჰიუნდაი მოტორსს'' უთხრა. აზიური კლუბის გარდა მას თურქეთის სუპერ ლიგის რამდენიმე კლუბი იწვევდა. კერძოდ, ''სივასფორი'', ''რიზესფორი'' და კიდევ ერთი კლუბი, რომელიც რანგით მეორე ლიგიდან უმაღლეს ლიგაში გასულ სეზონში აღზევდა, თუმცა ''კრასნოდარის'' ექს-შემტევი კუნძულზე დარჩა და აპოელ-თან ერთად ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.

ოქრიაშვილთან ერთად აპოელ-ში გიორგი ქვილითაია ითამაშებს, რომელიც კვიპროსულმა გუნდმა ''გენტიდან'' გამოისყიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები