ლიგა 2-ში? - საბურთალოს კაპიტნით ფრანგული გუნდი დაინტერესდა
Aa
Aa

ლიგა 2-ში? - საბურთალოს კაპიტნით ფრანგული გუნდი დაინტერესდა

დღის სატრანსფერო ინფორმაციები „საბურთალოს" კაპიტანს, გიორგი კოხრეიძეს დაუკავშირდა. ფრანგული გამოცემების (Metro Sport) ინფორმაციით, კოხრეიძის ტრანსფერი საფრანგეთის ლიგა 2-ის კლუბს, „გრენობლს" სურს. საუბარია 3-წლიან კონტრაქტზე და თუ ტრანსფერი გამოვა, „საბურთალოს" შემტევი ჯაბა ჯიღაურის შემდეგ კლუბის ისტორიაში მეორე ქართველი ლეგიონერი იქნება.

გასულ სეზონში კოხრეიძემ მძიმე ტრავმა მიიღო და „საბურთალოს" მაისურით რანგით უმაღლეს ლიგაში მხოლოდ 6 შეხვედრის ჩატარება შეძლო (1 გოლი ). 22 წლის შემტევი მოედანს მიმდინარე სეზონში დაუბრუნდა, თუმცა დაახლოებით  თვის წინ კვლავ დაშავდა. მაშინ ითქვა, რომ კოხრეიძე მოედანს დაახლოებით 2 თვეში დაუბრუნდებოდა.

აქვე, ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ „გრენობლს" საფრანგეთის ლიგა 1-ში გადასვლის შანსი ჰქონდა, თუმცა პლეი-ოფში „ტულუზას" წინააღმდეგ დამარცხდა.

ფოტო: საფეხბურთო კლუბი „საბურთალო"

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები