მარცხი რუბლიოვთან - ბასილაშვილი ჰალეს ტურნირს ნახევარფინალში გამოეთიშა
Aa
Aa

მარცხი რუბლიოვთან - ბასილაშვილი ჰალეს ტურნირს ნახევარფინალში გამოეთიშა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰალეს 500-იან ტურნირს ნახევარფინალში გამოეთიშა. ქართველი ჩოგბურთელი ნახევარფინალში რუს ანდრეი რუბლიოვს დაუპირისპირდა და 3 სეტში დამარცხდა.

პირველი სეტი რუსი ჩოგბურთელის უპირატესობით წარიმართა. რუბლიოვმა პარტია ზედიზედ მოგებული 4 გეიმით გახსნა და ნიკოლოზს მხოლოდ ერთი გეიმის დასაკუთრების საშუალება მისცა - 6:1.

მეორე სეტში ინიციატივას ბასილაშვილი დაეუფლა. ქართველმა ჩოგბურთელმა 3:2-ზე ბრეიკი შეასრულა და თავის ჩაწოდებაზე დამაჯერებელი იყო. რუბლიოვს მეორე სეტში ბრეიკპოინტი არ ჰქონია და 3:6 დამარცხდა.

მესამე პარტია თანაბარ ბრძოლაში დაიწყო და ჩოგბურთელები საკუთარ ჩაწოდებებზე კარგად გამოიყურებოდნენ. მე-6 გეიმში რუბლიოვმა ბრეიკპოინტი მიიღო და შანსი ხელიდან არ გაუშვია. 5:2-ზე რუსს ბასილაშვილის ჩაწოდებაზე სამმაგი მატჩპოინტი ჰქონდა, მაგრამ ნიკამ საკუთარი გეიმის აღება მოახერხა და ანგარიში 3:5 გახადა, თუმცა მეტოქის ჩაწოდებაზე ვერაფერს გახდა და მესამე სეტი 3:6 წააგო.

შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალამდე ბასილაშვილმა ჰარისი, რინდერკნეხი და სიმონი დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები