„რა იცის ახლა მაგან სად ვართ გაზრდილები?!
Aa
Aa

„რა იცის ახლა მაგან სად ვართ გაზრდილები?!" - ლობჟანიძის სახალისო ისტორია

ევრო 2020-თან დაკავშირებით CrystalSport-მა გულშემატკივარს ახალი გადაცემა („საგოლე გადაცემა") შესთავაზა. ევრო 2020-ის მაყურებელი ყოველდღიურად, CrystalSport-ის Facebook გვერდზე, საინტერესო სტუმრებს იხილავს.

CrystalSport-ის ერთ-ერთი გადაცემის სტუმარი საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, საბა ლობჟანიძე იყო. საბამ დანიაში მომხდარი სახალისო ისტორია გაიხსენა:

„როცა დანიაში ვთამაშობდი ძალიან ლამაზ, იტალიური ეზოში ვცხოვრობდი, ბევრი მეზობელი მყავდა. ერთ საღამოს ვარჯიშიდან ძალიან დაღლილი ვბრუნდები და ვხედავ, რომ ეზოში ყველა გამოშლილია - ბავშვები ფეხბურთს თამაშობენ, დანარჩენები რაღაცაზე გაცხარებით საუბრობენ, ჩვენში ბირჟას" რომ ვეძახით, აი, ასეთი სიტუაცია იყო. მომენტალურად ის გამახსენდა 90-იანებში ელექტორენეგია რომ არ იყო და ყველა გარეთ იკრიბებოდა.

ერთ-ერთმა - საბა მოდისო თქვა და ჩემი მისამართით დაძაბული წამოვიდა. ვერ მივხდი რა ხდებოდა. მითხრა - ისეთი რაღაც მოხდა, ვერ დაიჯერებ, გაგიკვირდებაო. ვფიქრობ, ნეტა რა უნდა მითხრას ასეთი. ელექტორენერგია გაითიშაო -  აფორიაქებული მეუბნება. რა იცის მაგან, სად ვართ გაზრდილები?"

საბა ლობჟანიძე დანიურ „რანდერსს" 2017 წელს, „დინამო" თბილისიდან შეუერთდა. ქართველმა ლეგიონერმა ჯამში, დანიის სუპერლიგაში, 84 მატჩი ჩაატარა და 28 გოლი გაიტანა.

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები