ჩაკვეტაძე დაბრუნდა - სამთვიანი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა
Aa
Aa

ჩაკვეტაძე დაბრუნდა - სამთვიანი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა

გიორგი ჩაკვეტაძემ ბელგიურ ''გენტთან'' ერთად ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. ამხანაგურ მატჩში ''გენტმა'' ''დიკელვენე'' 3:2 დაამარცხა. გამარჯვებულთა მთავარმა მწვრთნელმა ჰაინ ვანჰაზებრუკმა გიორგი ჩაკვეტაძე შესვენების შემდეგ თამაშში ჩართო, საქართველოს ერთ-ერთმა გამორჩეულმა ტალანტმა მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა.

21 წლის ქართველმა შემტევმა 2020-21 წლების სეზონში მხოლოდ 4 ოფიციალური მატჩი ჩაატარა. მან ბოლო ოფიციალური მატჩი გასული წლის 4 ოქტომბერს „ბეერსხოტთან“ ჩაატარა და მინდორზე მხოლოდ 28 წუთი გაატარა. მარტში მინდორს დაუბრუნდა და ამხანაგურ მატჩში მონაწილეობა მიიღო, თუმცა შემდეგ კვლავ დაშავდა და სამთვიანი პაუზის შემდეგ ''დიკელვენესთან'' ითამაშა.

გასული სეზონის დასრულების შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მოიშუშა და თბილისის ''დინამოს'' ბაზაზე ემზადებოდა. მოთამაშემ გადაცემაში ''სპორტი იმედზე'' ისაუბრა: ''აღდგენითი პროცესი კარგად მიმდინარეობს. ინდივიდუალურად ვემზადები და 14 ივნისიდან ''გენტთან'' ერთად ახალი სეზონისთვის მოვემზადები.

თბილისის ''დინამოს'' ბაზაზე ვვარჯიშობ, არაფერი მაწუხებს, თავს კარგად ვგრძნობ. ჩემთან ერთად თბილისში ''გენტის'' მწვრთნელი იმყოფება და მისი მეთვალყურეობის ქვეშ ვემზადები. მთავარია თამაში დავიწყო და შემდეგ ყველაფერი კარგად იქნება. იმედი მაქვს, შემოდგომის მატჩებისთვის საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დავეხმარები''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები