ფრე გურიაში - ლანჩხუთმა კვარტალთან პირველი ქულები დაკარგა
Aa
Aa

ფრე გურიაში - ლანჩხუთმა კვარტალთან პირველი ქულები დაკარგა

ქალთა ლიგის მე-10 ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. მოქმედმა ლიდერმა „ლანჩხუთმა“ თბილისის „კვარტალს“ უმასპინძლა. მატჩი საკმაოდ დრამატულად წარიმართა.

მე-17 წუთზე მასპინძლებმა ცენტრში ნინი სუთიძის შეცდომით ისარგებლეს, კონტრ-შეტევა წამოიწყეს და ირინა ხაბურზანიამ ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ სტუმრები აქტიურობდნენ. გურულთა ნახევარზე ჯარიმა დაინიშნა. სტანდარტული მდგომარეობა თბილისელებმა კარგად გამოიყენეს და ნათია დანელიამ 37-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ნახევარში ძირითადად გიორგი ჩხაიძის გუნდი დომინირებდა, თუმცა „კვარტალის“ მეკარე თეკლე გულორდავა მოწოდების სიმაღლეზე იყო. ირინა ხაბურზანიას შეეძლო დუბლის შესრულება, თუმცა გულორდავამ მომენტი გააუვნებელყო. საბოლოო ჯამში შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა და მიმდინარე გათამაშებაში „ლანჩხუთმა“ პირველი ქულები დაკარგა.

საკუთარი მატჩი მოიგო მოქმედმა ჩემპიონმა „ნიკემ“. გივი კვარაცხელიას გუნდმა სტუმრად ბათუმი დიდი ანგარიშით 5:0 დაამარცხა და მორიგი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში.

სატურნირო მდგომარეობა

10 ტურის შემდეგ საქართველოს ქალთა ლიგას 28 ქულით „ლანჩხუთი“ ლიდერობს. მეორე პოზიციაზეა „კვარტალი“ 21 ქულით, ხოლო „ნიკეს“ 20 ქულა აქვს და მე-3 ადგილზე მოგვევლინა. შეგახსენებთ, რომ მომავალ ტურში გივი კვარაცხელიას გუნდი „ლანჩხუთს“ უმასპინძლებს. ეს დაპირისპირება კი ტურის ცენტრალურ მატჩად მოინათლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები