დიდი აღიარება: დავით ყიფიანი მსოფლიო ვარსკვლავების TOP 5-ში
Aa
Aa

დიდი აღიარება: დავით ყიფიანი მსოფლიო ვარსკვლავების TOP 5-ში

ფრანგულმა საფეხბურთო ჟურნალმა ''მუნდიალმა'' 1982 წლის ესპანეთის მუნდიალის მონაწილე ქვეყნების ჟურნალისტებს შორის გამოკითხვა ჩაატარა. მათ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი უნდა გამოევლინათ. გამოკითხვაში მონაწილე თითოეულ ჟურნალისტს მსოფლიოს საუკეთესო სამეული უნდა დაესახელებინა.

პირველ ადგილზე დიეგო არმანდო მარადონა 60 ქულით გავიდა. მეორე პოზიცია ზიკომ 30 ქულით დაიკავა. შემდეგ პოზიციებზე მიშელ პლატინი (19 ქულით) და ჰანს მიულერი (11 ქულა) გავიდნენ, ხოლო მეხუთე ადგილი ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა დავით ყიფიანმა 8 ქულით დაიკავა.

დავით ყიფიანი ბრაზილიელმა, ესპანელმა და ფრანგმა ჟურნალისტებმა თავიანთი სამეულების მეორე ადგილზე გაიყვანეს, ალჟირელმა და საბჭოთა ჟურნალისტებმა კი - მესამე პოზიციაზე. საერთო ჯამში, აღნიშნული გამოკითხვით დავით ყიფიანი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა ხუთეულში მოხვდა, თუმცა სსრკ-ს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კონსტანტინ ბესკომა 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე არ წაიყვანა.

დღეს, 18 ივნისს, ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი 70 წლის გახდებოდა. ყიფიანი 2001 წელს 17 სექტემბერს ტრაგიკულად გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები