2-წლიანი კონტრაქტი და 15 მილიონი - რამოსი მილანს თავად დაუკავშირდა
Aa
Aa

2-წლიანი კონტრაქტი და 15 მილიონი - რამოსი მილანს თავად დაუკავშირდა

სერხიო რამოსმა 16-წლიანი მადრიდული კარიერა დაასრულა და „სამეფო კლუბი“ დატოვა. ესპანელი ლეგენდის წასვლის მიზეზი ახალი კონტრაქტის პირობები იყო. „ბლანკოსის“ ყოფილი კაპიტანი 2-წლიან ხელშეკრულებას და ხელფასის გაზრდას ითხოვდა, თუმცა პერესმა მას მხოლოდ 1-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა.

ესპანური ტელევიზიის, „ელ ჩირინგიტოს“ ინფორმაციით, სერხიოთი „მილანი“ ინტერესდება. ვიგებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 4-გზის გამარჯვებული იტალიურ კლუბს თავად ესაუბრა.

რამოსმა „როსონერის“ კონტრაქტის გაფორმებაში 20 მილიონი ევრო მოსთხოვა. ხელფასი კი ესპანელს 15 მილიონი სურს. რაც შეეხება კონტრაქტს, რამოსი მხოლოდ 2-წლიან ხელშეკრულებას დათანხმდება. ჯერჯერობით „მილანის“ პასუხი უცნობია.

რამოსი „რეალში“

ლეგენდარული მცველი „სამეფო კლუბს“ 2005 წელს „სევილიადან“ შეუერთდა. რამოსმა მადრიდული გრანდის მაისური დღემდე 671-ჯერ მოირგო, 101 გოლი გაიტანა და 40 საგოლე გადაცემა შეასრულა. რამოსმა „რეალთან“ ერთად ყველა შესაძლო საკლუბო ტიტული მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები