მარცხი არგენტინასთან - უმცროსი ბორჯღალოსნები მოედანს დაუბრუნდნენ
Aa
Aa

მარცხი არგენტინასთან - უმცროსი ბორჯღალოსნები მოედანს დაუბრუნდნენ

უმცროსი „ბორჯღალოსნები“ თითქმის 16-თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდნენ და 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიის პირველ შეხვედრა გამართეს. საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები არგენტინელ თანატოლებს დაუპირისპირდა და 10-82 წააგო.

„ბორჯღალოსნებმა“ მატჩი შესანიშნავად დაიწყეს და საწყის წუთებში უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა ეს ყველაფერი ქულებში ვერ გარდასახეს. არგენტინელებს მეტოქის შეჩერება ძალიან უჭირდათ და წესებს ხშირად არღვევდნენ, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ქართველებმა შანსები ვერ გამოიყენეს.

უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ პირველ ტაიმში მხოლოდ 3 ქულა აიღეს, მეტოქემ კი მომენტები შესანიშნავად გამოიყენა და შესვენებაზე სოლიდური ჰანდიკაპით გავიდა - 3:21.მეორე ნახევარში სტადიონზე მხოლოდ ერთი გუნდი იყო. არგენტინამ უდიდესი უპირატესობა მოიპოვა და „ბორჯღალოსნები“ გაანადგურა - 10:82.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები სამხრეთ აფრიკაში სულ ოთხ თამაშს გამართავს – არგენტინის შემდეგ 23 ივნისს ურუგვაის შეხვდებიან. 28 ივნისს უმცროსი ბორჯღალოსნები ჯუნიორ ბოკეს გაეჯიბრებიან, ტურნირს კი 3 ივლისს დაასრულებენ და მეტოქე ზემოთნახსენები სამი ნაკრებიდან ერთ-ერთი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები