ევრო 2020: გიორგი მიქაუტაძემ ფავორიტი დაასახელა
Aa
Aa

ევრო 2020: გიორგი მიქაუტაძემ ფავორიტი დაასახელა

11 ივნისს სტარტი აიღო ევროპის 2020 წლის ჩემპიონატმა, რომელსაც თვალს მილიონობით გულშემატკივარი ადევნებს.

მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი მიქაუტაძე საქართველოს პირველ არხთან ისაუბრა:

„ორი ნაკრებია, რომელიც ძალიან მომეწონა. იტალია, რომელიც პირველ ორ ტურში შედეგიანიც იყო და ლამაზ ფეხბურთსაც თამაშობდა, მაგრამ ფავორიტი საფრანგეთია, რომელიც ყველაზე დამაჯერებელი გუნდი იყო.

ფეხბურთელებიდან კი, რა თქმა უნდა, კრიშტიანუ რონალდუს დავასახელებდი, რომელმაც დუბლი შეასრულა და ბოლო წლების გამორჩეული ფეხბურთელია“,- აღნიშნა გიორგი მიქაუტაძემ საქართველოს პირველ არხთან.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთში (ლიონში) დაიბადა და სწორედ ამ ქვეყნის მოქალაქე იყო.

ევრო 2020 11 ივნისს დაიწყო და 11 ივლისს დასრულდება.  ფინალურ მატჩს უემბლი უმასპინძლებს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სანაკრებო ტურნირი გასულ წლის, 2020 წლის ზაფხულში უნდა ჩატარებულიყო, ამიტომ სახელს არ იცვლის და ორგანიზებული კვლავ ევრო 2020-ის სახელითაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები