ფლოიდ მეივეზერმა მენი პაკიაო დაამარცხა
Aa
Aa

ფლოიდ მეივეზერმა მენი პაკიაო დაამარცხა

3 მაისს ლას ვეგასში საშუალო წონაში WBA-ს, WBC-სა და WBO-ს საჩემპიონო ტიტულებისთვის ბრძოლა მენი პაკიაოსა და ფლოიდ მეივეზერის შორის გაიმართა.

მეივეზერმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა - 116:112, 116:112, 118:110.

ბრძოლის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად ფლოიდი რინგზე უფრო ეფექტურად მოქმედებდა.

მეივეზერის 435 დარტყმიდან მიზანს 148-მ უწია. პაკიაოს 429 დარტყმიდან კი მიზანში 81 მოხვდა.

ბრძოლის შემდეგ ორი მოკრივემ კომენტარი გააკეთა.

"ეს დიდებული ბრძოლა იყო, საკუთარი თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინეთ. აღფთოვანებული ვარ მენით. ის ერთ-ერთი ყველაზე დიადი მოკრივეა და დღეს მან ეს ყველას დაუმტკიცა", - თქვა მეივეზერმა.

პაკიაო კი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაკვირვებული იყო.

"ეს კარგი დაპირისპირება იყო და მეგონა, რომ მოვიგე. მეივეზერს არაფერი გაუკეთებია გამარჯვებისთვის. ის მთელი ბრძოლა დისტანციაზე ფიქრობდა, მე კი სულ ვუტევდი", - თქვა პაკიაომ.

ცხელი ამბები