ხმების 0.6%-დან: კვარაცხელია Golden Boy-ს გამოკითხვაში მე-2 ადგილზე გადავიდა
Aa
Aa

ხმების 0.6%-დან: კვარაცხელია Golden Boy-ს გამოკითხვაში მე-2 ადგილზე გადავიდა

ყაზანის „რუბინისა" და საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია Tuttosport-ის მიერ დაწესებული ჯილდოს, Golden Boy 2021-ის ნომინანტთა შორისაა.

ამ ეტაპზე, ქართველი ტალანტი გამოკითხვაში მე-2 ადგილს იკავებს. მისი შედეგები ასეთია: ხვიჩამ  189 601 ხმიდან 25 375 ხმა მიიღო, რაც პროცენტულად - 13.4%-ია. გარკვეულწილად, ეს შედეგები ქართველი გულშემატკივრის აქტიურობაზე მიუთითებს, რადგან თავდაპირველად მას მთელი ხმების მხოლოდ და მხოლოდ 0.6% ეკუთვნოდა.

თუ გსურთ, თქვენი ხმაც დაფიქსირდეს, მაშინ უნდა ეწვიოთ შემდეგ ბმულს - ხმის მიცემა.

ამ ეტაპზე გამოკითხვის ლიდერი „ბეშიქთაშის" მეკარე, ერსინ დასტანოღლუა - 44.6%.

გეტყვით, რომ აღნიშნული ჯილდო 2003 წლიდან თამაშდება. ტიტულის მოპოვების კანდიდატები ევროპული ქვეყნების უმაღლესი ლიგების მოთამაშეები არიან, რომელთა ასაკი 21 წელს არ აღემატება. მისი გამარჯვებულნი არიან: რაფაელ ვან დერ ვაარტი, ლიონელ მესი, სესკ ფაბრეგასი, სერხიო აგუერო, მარიო გიოტცე, მარიო ბალოტელი და სხვები. გასულ წელს Golden Boy 2020 ერლინგ ჰოლანდი გახდა. 

გეტყვით იმასაც, რომ 2020/21 წლების სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ „რუბინის" მაისურით პრემიერლიგის 23 მატჩში 4 გოლი გაიტანა, საგოლე პასებისა და გამომუშავებული პენალტების ჯამი კი 8-ს შეადგენს.

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები