გატუზოს ახალი ვარიანტი: მას პრემიერ ლიგის კლუბი იწვევს
Aa
Aa

გატუზოს ახალი ვარიანტი: მას პრემიერ ლიგის კლუბი იწვევს

საფეხბურთო კლუბ ლონდონის ''ტოტენჰემის'' მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტურია. Sky Sports-ის ცნობით ''დეზები'' მოლაპარაკებას პაულო ფონსეკასთან აწარმოებდნენ, შეთანხმებასთან ახლოს იყვნენ, თუმცა მოლაპარაკება ჩაიშალა, რის შემდეგაც კლუბის მმართველებმა გადაწყვიტეს, რომ მოლაპარაკება სხვა სპეციალისტებთან გამართონ.

ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, ''ტოტენჰემმა'' იტალიელ სპეციალისტს ოფიციალური წინადადებით მიმართა. ინგლისურ მხარეს ''მილანის'' ექს-ნახევარმცველთან ორწლიანი კონტრაქტის გაფორმება სურს. ამ ეტაპზე მოლაპარაკების სხვა დეტალები უცნობია.

გასულ სეზონში ''ტოტენჰემი'' პრემიერ ლიგაში მე-7 ადგილზე გავიდა, თუმცა ყოველ სეზონში გუნდის მიზანი საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა და ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობაა.

შეგახსენებთ, 43 წლის ჯენარო გატუზომ „ფიორენტინას“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. „ვიოლამ“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და „რინოს“ წასვლა დაადასტურა.

„ფიორენტინამ და მისტერ რინო გატუზომ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გადაწყვიტეს, რომ მიღწეული შეთანხმება არ შეასრულონ და ახალი სეზონი ერთად არ დაიწყონ. კლუბი დაუყონებლივ დაიწყებს მუშაობას, რათა შეარჩიოს მწვრთნელი, რომელიც ვიოლას იმ შედეგების მიღწევაში დაეხმარება, რომელსაც ფიორენტინა და ფლორენცია იმსახურებს“.

შეგახსენებთ, რომ გატუზო „იების“ მთავარ მწვრთნელად 25 მაისს დაინიშნა. იტალიური პრესის მიხედვით, მასსა და კლუბის მფლობელ როკო კომისოსა და სპორტულ დირექტორ ჯანკარლო ანტონიონის შორის გაუგებრობა იყო და თანამშრომლობის შეწყვეტის მიზეზი სწორედ ეს გახლდათ.

როგორც ირკვევა, „ფიორენტინას“ წინადადების მიღებისას გატუზოს იმედი ჰქონდა, რომ „ვიოლა“ შემადგენლობას გააძლიერებდა, თუმცა რამდენიმე ფეხბურთელთან შეთანხმების მიღწევა არ გამოვიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები