Aa
Aa

"მოლაპარაკებებს სხვა კლუბთან აწარმოებს" - სად წავა რამოსი?

სერხიო რამოსის „რეალიდან“ წასვლა ევროპული პრესისთვის განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა. მადრიდელთა კაპიტანი თავისუფალი აგენტია და მოსალოდნელია, რომ მისი შეძენა ბევრ კლუბს მოუნდება.

ბოლო დღეებში იწერებოდა, რომ რამოსის დაბრუნება „სევილიას“ სურდა და მასთან მოლაპარაკებებსაც აწარმოებდა, თუმცა ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ ეს ინფორმაცია უარყო.

„რამოსი სევილიაში არ გადავა. ეს ვარიანტი არასდროს განხილულა, სევილია მის მიმართ ინტერესს არ იჩენდა და არც რამოსი განიხილავდა დაბრუნების ვარიანტს. ის მოლაპარაკებებს სხვა კლუბთან აწარმოებს და ეს სევილია არ არის“. - წერს რომანო.

ესპანური As-ი წერს, რომ რამოსს წლიურად ანაზღაურების სახით 12 მილიონი ევროს მიღება სურს.

როგორც ცნობილია, ესპანელის შეძენით „მანჩესტერ სიტი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და პსჟ ინტერესდებიან. სერხიოსთვის შესაბამისი ფინანსური პირობების შეთავაზებას სამივე კლუბი შეძლებს, რადგან მათი ეკონომიკური მდგომარეობა სხვების ფონზე სტაბილურია.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის შემდეგ, მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა და რამოსმა 16-წლიანი მადრიდული კარიერა დაასრულა.

გუნდიდან სერხიოს ამ ფორმით წასვლა არ მოეწონა გუტის, რომელმაც კლუბი გააკრიტიკა: „კაპიტანო, ყველასათვის სირცხვილია რომ კარიერა ჩვენს რეალ მადრიდში არ დაასრულე. შენ ეს დაიმსახურე, მაგრამ შენ დაბრუნდები. წარმატებები მეგობარო“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები