„ჯანდაბა, მხოლოდ 29 წლის ვარ“ - ერიკსენის პირველი სიტყვები ინციდენტის შემდეგ
Aa
Aa

„ჯანდაბა, მხოლოდ 29 წლის ვარ“ - ერიკსენის პირველი სიტყვები ინციდენტის შემდეგ

გერმანელმა ექიმმა, იენს კლაინფელდმა, რომელმაც კრისტიან ერიკსენს პირველადი დახმარება აღმოუჩინა, ფინეთისა და დანიის მატჩისას მომხდარი ინციდენტი გაიხსენა. პირველი ნახევრის მიწურულს, როცა ერიკსენი მინდორზე დაეცა, მოედანზე სამედიცინო პერსონალი შევიდა და ერთ-ერთი მათგანი იენს კლაინფელდი გახლდათ.

კლაინფელდი, როგორც FIFA-სთან, ისე UEFA-სთან თანამშრომლობს და Funke Mediengruppe-თან ერიკსენის ინციდენტზე ისაუბრა, მის სიტყვებს კი დანიური გამოცემა, Bold.dk ავრცელებს.

„დეფიბრილატორის ერთხელ გამოყენება საკმარისი აღმოჩნდა, რათა გონს მოსულიყო. დაახლოებით 30 წამის შემდეგ, კრისტიანმა თვალები გაახილა და მასთან პირდაპირი დიალოგი მქონდა.

სიმართლე გითხრათ, ეს ძალიან ემოციური მომენტი იყო. ყოველდღიურობაში მომხდარი ასეთი შემთხვევებისას ადამიანის გადარჩენის შანსი ძალიან დაბალია. ერიკსენს ვკითხე გონზე იყო თუ არა, რაზეც კრისტიანმა დადებითად მიპასუხა და შემდეგ დააყოლა: „ჯანდაბა, მხოლოდ 29 წლის ვარ“.

შეგახსენებთ, რომ კრისტიან ერიკსენი თავს კარგად გრძნობს და მისი მდგომარეობა სტაბილურია. დანიელი ფეხბურთელი საავადმყოფოში რჩება და დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები