65 მილიონი და ალონსო - ჩელსის ჰაკიმი ძალიან უნდა!
Aa
Aa

65 მილიონი და ალონსო - ჩელსის ჰაკიმი ძალიან უნდა!

ევროპის ჩემპიონატის პარალელურად საფეხბურთო სამყაროში სატრანსფერო ამბები მძვინვარებს. ცნობილია, რომ ლონდონის „ჩელსის“ და „პარი სენ ჟერმენს“ ინტერის მარჯვენა მცველი აქრაფ ჰაკიმი სურთ.

იტალიური გრანდი მაროკოელ უკანახაზელს 80 მილიონ ევროდ აფასებს. ინგლისურმა და ფრანგულმა კლუბებმა „ნერაძურის“ 60 მილიონიანი შეთავაზება გაუკეთეს, თუმცა „ინტერმა“ დაბლოკა.

Football Italia ამ საკითხთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ პსჟ-მ „ინტერს“ 65 მილიონი ევრო შესთავაზა, ხოლო „არისტოკრატებმა“ 60 მილიონი და მარკოს ალონსო.

ცნობილია, რომ გასული სეზონის დაწყების წინ, „ინტერს“ ესპანელი მარცხენა მცველის გადაბირება სურდა, თუმცა ეს ყველაფერი ანტონიო კონტეს მოღვაწეობის პერიოდში ხდებოდა და ჯერჯერობით უცნობია სურს თუ არა სიმონე ინძაგის ალონსოს გუნდში ხილვა. საბოლოო ჯამში, „ჩელსიმ“ და პსჟ-მ შეთავაზება გააკეთეს და ჯერი ახლა „ინტერზეა.“

ალონსოს იტალიური გამოცდილება

„ჩელსის“ უკანახაზელი იტალიის სერია ა-ში 3 წლის განმავლობაში თამაშობდა. ალონსო 2013 წელს „ფიორენტინას“ შეუერთდა და „იებში“ 2016 წლამდე დარჩა. ამ პერიოდის განმავლობაში ესპანელმა ფეხბურთელმა „ფიორენტინას“ მაისური 85-ჯერ მოირგო, 5 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები