''ეს ხეპრე ფეხბურთელის ჟესტია'' - ჭყონიამ რონალდუ მწვავედ გააკრიტიკა
Aa
Aa

''ეს ხეპრე ფეხბურთელის ჟესტია'' - ჭყონიამ რონალდუ მწვავედ გააკრიტიკა

უნგრეთთან წინასამატჩო პრესკონფერენციაზე რონალდუსა და კოკა-კოლის მომენტი ინტერნეტჰიტად იქცა. პორტუგალიელმა ხალხს მოუწოდა, რომ წყალი დაელიათ და არა კოლა.

The Guardian-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც რონალდუმ კოკა-კოლის ბოთლები გვერდით გადადო და ამ კადრებმა მთელი მსოფლიო მოიცვა, კოლას აქციების ფასი 1.6%-ით დაეცა, რასაც 4 მილიარდი დოლარის დაკარგვა მოჰყვა. კოლას საბაზრო ღირებულება რონალდუს პრესკონფერენციამდე 242 მილიარდი ევრო იყო, დღეს კი 238 მილიარდი გახლავთ.

"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ პორტუგალიელი ვარსკვლავი გააკრიტიკა. ამ თემაზე ქართველმა ბიზნესმენმა ''ბიზნეს ფორმულასთან'' ისაუბრა:

"ვითომ რაღაც გააკეთა. მე ვფიქრობ, რომ ხეპრე ფეხბურთელის ჟესტი იყო. ჯერ ერთი, უწესობაა მაშინ, როცა მთელი ჩემპიონატის სპონსორია "კოკა-კოლა". მეორეც, არაერთი ცნობილი ადამიანი, მათ შორის ელვის პრესლი უკეთებდა რეკლამას "კოკა-კოლას" და ვინ არის რონალდუ ელვის პრესლისთან? ნული. მისი დიდი გულშემატკივარი არასდროს ვყოფილვარ და ახლა დამთავრებულია მისი საქმე ჩემს თვალში. ვითომ მაგარია. მაგასაც ვნახავთ, ჩემპიონატი რომ დამთავრდება, როგორი მაგარია".

პორტუგალიელ ფეხბურთელს პეპსისთან და კოკა-კოლასთან კონტრაქტი არ აქვს. ის თვლის, რომ ორივე სასმელი ჯანმრთელობისთვის მავნეა, მათ გაპიარებაზე უარს ამბობს. წარსულში პეპსიმ რონალდუს ფოტო თავის სარეკლამო რგოლში გამოიყენა, რისთვისაც შემდეგ კომპანიას ბოდიშის მოხდა მოუწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები